{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საზოგადოებრივი ცენტრი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაშიც ამოქმედდა

    დღეს, 29 აპრილს საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ოფიციალურად გახსნეს. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე და სხვა ოფიციალური პირები.
    ღორეშის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება 200-ზე მეტი, სხვადასხვა სახის სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისი მიიღოს. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში იმუშავებს უფასო ინტერნეტი და კომპიუტერები. მოსახლეობას მომსახურებას გაუწევს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები, რომლებიც თანამდებობებზე კონკურსის წესით შეირჩნენ.
    იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოში დღეს რიგით ოცდამეერთე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა: „ ღორეშის საზოგადოებრივი ცენტრი არა მარტო ღორეშას, არამედ სხვა ახლომდებარე სოფლებსაც გაუწევს მომსახურებას. მოსახლეობას ღორეშის საზოგადოებრივ ცენტრში საშუალება ექნება იუსტიციის, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების და კერძო სექტორის სერვისების (ლიბერთი ბანკი, მაგთი და სხვა ) მიღება. მთავრობის მიზანია, რომ იუსტიციის სახლის ტიპის დაწესებულებები მარტო დიდი ქალაქების ფუფუნება არ იყოს. ჩვენი სურვილია, რომ სოფლებშიც არსებობდეს მსგვასი დაწესებულებები, სადაც როგორც ხანში შესული ისე ახალგაზრდა მიიღებს საჭირო მომსახურებას და ჩათვლის, რომ აქვს კომფორტი და პერსპექტივა“
    კობა ლურსმანაშვილი (მუნიციპალიტეტის გამგებელი) : სასიხარულოა, რომ კიდევ ერთი საზოგადოებრივი ცენტრი დაემატა ხარაგაულს. მოსახლეობას კეთილმოწყობილ გარემოში, ყოველდღიურ რეჟიმში შეეძლება მისთვის საჭირო დოკუმენტის მიიღება.
    დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა ჩვენი მუნიციპალიტეტის მიმართ ყურადღება და ინტერესი. მას ძალიან კარგი იდეები აქვს, რომლის განხორციელებასაც ჩვენს რაიონში გეგმავს. ქალბატონმა თეამ დასვა საკითხი, რომ ღორეშისა და ხევის საზოგადოებრივი ცენტრის ფართი სამინისტროს გადავცეთ, რადგან იუსტიციის სამინისტროდან უზრუნველყოფილი იყოს ყველა საჭიროება ცენტრის ფუნქციონირებისათვის. მნიშვნელობა არ აქვს ფართი ვის კუთვნილებაში იქნება, მთავარია, რომ ცენტრის ფუნქციონირება იყოს გამართული და ხალხის სამსახურში. მინისტრთან შეხვედრისას მნიშვნელოვანი გახლდათ ასევე საზოგადოებრივი ცენტრის აშენების საკითხი კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, რაზეც მინისტრისგან თანხმობა მივიღეთ . მინისტრი ასევე ივნისში გეგმავს ღორეშის საზოგადოებრივ ცენტრში ჩამოსვლას. სადაც ის იმერეთის რეგიონის მასშტაბით 300-მდე ბავშვს შეხვდება. ქალაბატონი თეა ბავშვებს თავად გაესაუბრება ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე. ვფიქრობ, ეს ძალიან მსაინტერესო თემაა იმ ბავშვებისთვის ვისაც განათლების მიღება სურს ევროპის ქვეყნებში.
    კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში 2016 წელს საბავშოვო ბაღის მშენებლობა იგეგმება, ასევე მოხდება უბისა-ღორეშის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება.

      

      

     

     

     

     

     

    29 აპრილი 2015

    ნანახია: 1607 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1988
    3.756
    4.106
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი