{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  28 აპრილს თამაზ კიკნაძეს 80 წელი შეუსრულდებოდა


    თამაზ კიკნაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ა(ა)იპ კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართა, სადაც საზოგადოების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს  რეჟისორის, მსახიობის, ლოტბარისა და დეკლამატორის, თამაზ კიკნაძის  ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები.

    კულტურის სამასახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ  თამაზ კიკნაძის ღვაწლზე, მის მიერ შესრულებულ როლებსა და დადგმული სპექტაკლების შესახებ ისაუბრა.  ყველასათვის საყვარელი და დიდებული ხარაგაულელი გულთბილად გაიხსენეს მისმა მეგობრებმა, მოსწავლეებმა, თანამშრომლებმა და ოჯახის წევრებმა.   ღონისძიებაზე  ნაჩვენები იყო ფრაგმენტები  სპექტაკლიდან „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ და ფილმიდან ,,ხსოვნა“  . 

    საიუბილეო საღამოზე შესრულდა თამაზ კიკნაძის საყვარელი სიმღერები. მასზე დაწერილი ლექსები  წაიკითხა რეზო თააბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორმა იზა ვეფხვაძემ და თამაზის შვილიშვილმა პატარა ლიზი კიკნაძემ.

    თამაზ კიკნაძემ არაერთი საინტერესო სახე შექმნა ფილმებსა თუ სპექტაკლებში, რომელიც ხარაგაულს არასოდეს დაავიწყდება. მის მიერ შექმნილი  სპექტაკლებია: „კოლმეურნის ქორწინება“,  „ფიქრის გორა“ ,  „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“  “სანამ ურემი გადაბრუნდება“ , „დაბრუნება“,  „სოლომონ მორბელაძე“ და სხვა, ასევე სცენური სახეები: დარისპან ქარსიძე, სოლომონ მორბელაძე, ოსეფა, ლიმონა დევდარიანი...

    ამავე დღეს კინოთეატრში ნაჩვენები იქნა ფილმი ,,ხსოვნა“, სადაც თამაზ კიკნაძე ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. 

     

      

          

     

     

     

     

    29 აპრილი 2015

    ნანახია: 469 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი