{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ღონისძიების დასასრულს თოჯინების თეატრმა ბავშვებს სპექტაკლი ,,ალალ მეო“   წარუდგინა 

    დღეს ხარაგაულის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში (დირექტორი ქეთევან ლომსაძე) 1-იდან 3-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში თემაზე ,,გაზაფხული“ პრეზენტაცია გაიმართა. ზეიმს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ქალბატონი ირმა სებისკვერაძე და N1 საბავშვო ბაღის აღმზრდელები ესწრებოდნენ. ღონისძიებას მუსიკალურად ქალბატონი თამარ ოსანაძე აფორმებდა.
    ბავშვებმა გაზაფხულის მშვენიერება და მომხიბვლელობა თავიანთი ლექსებითა და სიმღერებით წარმოადგინეს. აღმზრდელის ელზა ბანცაძის დაუღალავი შრომით, მისი უშრეტი ენერგიის წყალობით ბავშვებმა ნამდვილად შეძლეს, ლექსებით, სიმღერებით მაყურებლამდე მიეტანათ ემოცია. ღონისძიების დასასრულს ბაღის აღმზრდელებმა ბავშვებს თოჯინების თეატრი „ალალ მეო“ წარუდგინეს, რომელიც კეთილი კურდღელის თავგადასავალზე მოგვითხრობდა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ქალბატონი თამარ გაჩეჩილაძე გახლავთ. მისი ჩანაფიქრი ამ ასაკიდანვე გაუღვივოს ბავშვებს კეთილის ბოროტზე გამარჯვების არსი, ნამდვილად გამოიღებს შედეგს მომავალში პატარების პიროვნებებად  ჩამოყალიბებაში. 

     

     

    23 აპრილი 2015

    ნანახია: 377 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი