{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროექტის მიზანს იმერეთის რეგიონში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელების უზრუნველყოფა წარმოადგენს 

     

    ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოსა“და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ერთობლივი პროექტ "იმერი"–ს ფარგლებში ქალაქ წყალტუბოში გაიმართა სემინარი – ,,ეფექტური კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა“, რომელსაც იმერეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხიმგებელი პირები ესწრებოდნენ.

    პროექტის მიზანს იმერეთის რეგიონში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელების უზრუნველყოფა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენს,რისი მიღწევაც ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის სისტემატური ანგარიშგებისა და უწყვეტი დიალოგის მეშვეობითაა შესაძლებელი.

    სემინარის ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს“, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტებს შორის. მემორანდუმს ხელი იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო თვალთვაძემ და მუნიციპალიტეტების გამგებლებმა,მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბ-ნმა კობა ლურსმანშვილმა მოაწერეს.

    სემინარში მონაწილეობა მიიღო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელმა პირმა, მრჩეველმა გენდერული თანასწორობის საკითხებში  ინგა ბერაძემ. პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მოხდება ერთი სოფლის შერჩევა , სადაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში,  თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლების მიზნით,  ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები  გაიმართება. ასევე ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს“ დახმარებით და ჩართულობით  დაგეგმილია სოფლის წინაშე არსებული კონკრეტული პრობლემის ადვოკატირება და სხვადასხვა უწყებებთან შუამდგომლობის დაყენებით აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა.შეხვედრის ბოლოს პროექტის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით.

     

     

    20 აპრილი 2015

    ნანახია: 720 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0729
    3.6190
    4.0086
    4.1656
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი