{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის კალათბურთელ გოგონათა გუნდი იმერეთის ჩემპიონატის გამარჯვებულია


    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ჩემპიონ გოგონებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
    ქალაქ ქუთაისში გამართულ ფინალურ შეხვედრაზე ხარაგაულის გუნდს, სოფელ ვერტყვიჭალის კალათბურთელ გოგონათა გუნდი(მწვრთნელი ნუგზარ კაპანაძე) წარმოადგენდა. დაძაბულ შეხვედრაში საბოლოო გამარჯვება ხარაგაულის გუნდმა მოიპოვა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 80:69 დაამარცხა.
    იმერეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები გარდამავალი თასით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
    გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშეები ორივე მხრიდან, რომელთაც საუკეთესო მოთამაშის პრიზები გადაეცათ.
    იმერეთის ჩემპიონატი გოგონათა შორის კალათბურთში" საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა" და "იმერეთის კალათბურთის ფედერააციის" მხარდაჭერით განხორციელდა.

    28 ივნისი 2018

    ნანახია: 76 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.06
    3.4655
    3.8681
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი