{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ლიზა ბარბაქაძემ „ეტალონზე“ მეთერთმეტე ადგილი დაიკავა

    26 ივნისს თბილისში, რუსთაველის თეატრში, ეროვნული პროექტის - „ეტალონი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ფინალში „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისათვის საქართველოს 78 მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ფინალისტები იბრძოდნენ.
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ფინალურ შეხვედრაში №2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე, ლიზა ბარბაქაძე მონაწილეობდა. ლიზა ბარბაქაძემ კონკურსში 62 ქულა მოიპოვა და მეთერთმეტე ადგილზე გავიდა.
    „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ თბილისის №155 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაზარე ბედუკაძე გახდა (70 ქულით).
    ხარაგაულიდან ლიზა ბარბაქაძის მხარდასაჭერად, ოჯახის წევრებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინე ვეფხვაძე, განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, დავით კიკნაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

    27 ივნისი 2018

    ნანახია: 383 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0738
    3.6292
    4.0261
    4.1886
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი