{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა


    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა.
    საბჭომ განიხილა სამი მოქალაქის ნანა კოტრიკაძის, როზა ჯოხაძის, ლალი ნოზაძის განაცხადება – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამავე სხდომაზე საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქალაქის იურიდიული მისამართის შეცვლის გამო, მაღალმთიანთა ცხოვრების სტატუსი შეუწყდა მარიამ ხარშილაძეს.
    აღნიშნული საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.
    საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
    ინგა ლურსამანაშვილი - იურდიული განყოფილების, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-განყოფილების უფროსი (სხდომის თავმჯდომარე);
    თამარ სულაქველიძე - იურდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომის თავმჯდომარის მოადგილე);
    ნინო ფერაძე - ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომის მდივანი);
    თამთა მეტრეველი - იურდიული განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საბჭოს წევრი);
    ალექსანდრე ტაბატაძე - სოციალური დაცვის განყოფილების მეორადის ტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

     

     

    22 ივნისი 2018

    ნანახია: 92 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი