{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • რესურსცენტრში მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან შეხვედრა გაიმართა

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრისა და სოფელ მარელისის საჯარო სკოლებში მშვიდობის კორპუსის მოხალისეები ჩამოვიდნენ.

    რეიჩელ ლენგსთონი და სტივ ჰანი ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინა ვეფხვაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა.
    რეიჩალ ლენგსთონი, რომელიც ტეხასის შტატიდან არის, სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინგლისური ენის შესწავლაში დაეხმარება, ხოლო მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს წარმოშობით კორეელი სტივ ჰანი ასწავლის, რომელიც კალიფორნიის შტატში, სანფრანცისკოში გაიზარდა.
    მოხალისეები სკოლებში ორი წლის მანძილზე დარჩებიან, ისინი მოსწავლეებს ინგლისური ენის შესწავლის გარდა სხვადასხვა სახის სოციალური და კულტურული ღონისძიებების განხორციელებაშიც დაეხმარებიან.
    შეხვედრაზე რესურსცენტრის უფროსმა, მარინა ვეფხვაძემ მშვიდობის კორპუსის შესახებ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოში 2001 წლიდან შემოვიდა, რომლის ძირითადი მიზანი მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობა და მეგობრობაა.
    რეიჩელ ლენგსთონი პროფესიით ფსიქოლოგია, ასევე უმაღლესი განათლება აქვს მიღებული ხელოვნების მიმართულებით. სტივ ჰანსი კი, პროფესიით ციფრული მარკეტინგის სპეციალისტია.

    მშვიდობის კორპუსის მოხალისეებს გავლილი აქვთ ტრენინგები ქართული ენისა და კულტურის ისტორიაში. ცდილობენ საფუძვლიანად შეისწავლონ ქართული ენა და სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდების ჩართულობით  
    საინტერესო იდეები განახორციელონ ხარაგაულში.

    სკოლის დირექტორები, მოხალისეებს ახალი სასწავლო წლიდან დიდი იმედებით ელოდებიან და თვლიან, რომ ეს ორი წელი მათი სკოლებისთვის განსაკუთრებული და გამორჩეული იქნება. 

     

    21 ივნისი 2018

    ნანახია: 99 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0614
    3.4673
    3.8568
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი