{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ანეულაში სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში განსახლების პროცესი მიმდინარეობს

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ანეულაში ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის გამო განსახლების პროცესი მიმდინარეობს. 

    ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურადაა ჩართული პროცესში და საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის განსახლების სამსახურისა და სამხარაულის ექსპერტიზის წარმომადგენლებთან ერთად სისტემატურად ადევნებენ თვალყურს შეფასების კრიტერიუმებს.
    ამ დროისთვის ანეულაში 9 ოჯახი შესწავლილია, კვლევა დასრულებულია და განსახლების პროცესი დაწყებული. თუმცა, გასულ კვირას, ანეულას მოსახლეობასთან, შესაბამისი სასახურებისა და ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ერთობლივ შეხვედრაზე გადაწყდა ექსპერტიზის წარმომადგენლებმა დამატებით შეისწავლონ ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი ფართიდან, მხოლოდ ეზოები მოყვა განსახლების ზოლში.
    სამხარაულის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს იმ ნიადაგის შესწავლა, რომელზეც ზემოთ აღნიშნული 4 ოჯახის სახლი მდებარეობს. ექსპერტიზის პასუხი უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.

    ოჯახებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მერიის ზედამხედველობისა და აქიტექტურის სამსახურის უფროსი, აფრასიონ ლურსმანაშვილი, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი, გიორგი ჭყოიძე და მერის წარმომადგენელი მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სპარტაკ ლაცაბიძე ესწრებოდნენ. პროცესებში მოსახლეობის ინტერესებს მაქსიმალურად იცავს ადგილობრივი თვითმმართველობა.
    რაც შეეხება განსახლების ზოლში მოყოლილ იმ მოსახლეობას, რომელთა კერძო საკუთრების გამოსყიდვა უკვე მოხდა, მათ დაწყებული აქვთ თავიანთი სახლების დაშლა და გადატანა.

    18 ივნისი 2018

    ნანახია: 113 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0729
    3.6190
    4.0086
    4.1656
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი