{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულელი ქალების ბიზნეს იდეებს ფონდი „აფხაზინტერკონტი“ განიხილავს


    ფონდ „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებმა ხარაგაულელ ქალებთან მორიგი შეხვედრა გამართეს.
    შეხვედრა პროექტის „ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება იმერეთის რეგიონში“ - ფარგლებში გაიმართა, რომელსაც მერის თანაშემწე გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში, ინგა ბერაძე და ბიზნესის კეთებით დაინტერესებული ხარაგაულელი ქალები ესწრებოდნენ.
    პროექტის ბენეფიციარებმა პირველი ეტაპი გაიარეს და სპეციალური საინფორმაციო კითხვარი შეავსეს, რომლის მიხედვითაც საუკეთესო ბიზნეს იდეები შეირჩევა.
    შეხვედრაზე „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენელმა ზინა დიხამინჯიამ განმარტა, რომ რეალური ბიზნეს იდეის წარმოდგენის შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს, ფონდი „აფხაზინტერკონტი“ პროექტის დაწერაში, ბიზნეს გეგმის შედგენასა და დაფინანსების მოპოვებაში დაეხმარება.
    ზინა დიხამინჯია: „ქალბატონები გაივლიან სპეციალურ ტრენინგ-სემინარებს. ასევე გაეცნობიან ევროკავშირთან ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე დოკუმენტის (DCFTA) შინაარსს,სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის წარმოებისთვის. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მოთხოვნებს, სურსათის უვნებლობის საკითხებს და ნორმებს.


     ბენეფიციარები მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციებში, წარადგენენ თავიანთ პროდუქციას და მოახდენენ მათ რეკლამირებას. მეწარმე ქალბატონები მიიღებენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს, განავითარებენ თავიანთ უნარ-ჩვევებს და შესაძლებლობებს.
    მერის თანაშემწე გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთიბის საკითხებში ინგა ბერაძე აღნიშნავს , რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად ცდილობს მოიზიდოს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალთა შესაძლებლობების განვითარებას: ,, ქალებს სჭირდებათ მეტი ინფორმაცია, მეტი დახმარება , მათ აქვთ შესაბამისი რესურსი, თუმცა არ აქვთ ხედვა, როგორ განავითარონ თავიანთი იდეები. ამ დროს ინფორმირება, გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ პროექტის ფარგლებში შერჩეული ქალები შეძლებენ თავიანთი მიზნისკენ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგან.“

    პროექტის მიზანი ბიზნეს ლიდერი ქალბატონების შესაძლებლობების და უნარ-ჩვევების განვითარებაა, რათა გაიზარდოს მათი აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობაში.
    პროექტი „ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება იმერეთის რეგიონში“ საერთაშორისო ორგანიზაციის DELOIT G4G მხარდაჭერით ხორციელდება.

     

     

     

     

     

    7 ივნისი 2018

    ნანახია: 357 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი