{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულელმა ნათია კვანტრიშვილმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინიციატივითა და მოწვევით ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ნათია კვანტრიშვილი უფროსკლასელებს შეხვდა.

    ნათია კვანტრიშვილი წარმოშობით სოფელ კიცხიდანაა. იგი, ამჟამად, გერმანიაში, დიპლომატიის განხრით, მაგისტრატურაში სწავლას ასრულებს და ერთ-ერთ გერმანულ კომპანიაში სპეციალობით მუშაობს.

    ნათია კვანტრიშვილი ხარაგაულელ ახალგაზრდებს საკუთარი მიღწევებისა და  საზღვარგარეთ  განათლების მისაღებად აუცილებელი საკითხების შესახებ ესაუბრა.

    „წარმატების მისაღწევად მთავარი პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინა და მოტივაციაა. დღეს უამრავი შესაძლებლობა გაქვთ ახალგაზრდებს და ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ. მართალია საგარეო საქმეთა ურთიერთობების განხრით, დოქტორანტურაში, სწავლის გაგრძელებას გერმანიაში  ვაპირებ, მაგრამ, სამომავლოდ, აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და ვიქნები იქ, სადაც ჩემს ქვეყანას გამოვადგები“ - აღნიშნა ნათია კვანტრიშვილმა.

    ნათიამ ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო საკითხებზე დასმულ კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მზადაა ხარაგაულელ ახალგაზრდებს, რომელთაც სურვილი ექნებათ სწავლა საზღვარგარეთ  გააგრძელონ, გარკვეული რჩევები მისცეს.

     

    30 მაისი 2018

    ნანახია: 696 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი