{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • არჩილ მაღრაძემ წიფაში რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა

    მაღალმთიან სოფელ წიფაში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს აფრასიონ ლურსმანაშვილთან და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროს ჯაბა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
    სოფელ წიფაში გზის 2270 მეტრიანი მონაკვეთის მობეტონების სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდა. პროექტი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 235 061 ლარით დაფინანსდა. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა თანხის 5%-ს შეადგენს.

     

    25 მაისი 2018

    ნანახია: 63 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი