{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის გენდერული საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა

    დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული საბჭოს (თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე) წევრები ქალთა საინფორმაციო მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელს ელენე რუსეცკის და ამავე ცენტრის წარმომადგენელს მამუკა გაჩეჩილაძეს შეხვდნენ.
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრებმა ქალთა საინფორმაციო მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს საბჭოს სამოქმედო გეგმა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
    „ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია, ანუ დეცენტრალიზაციის ფარგლებში, რეგიონებში გაშლა და გენდერული ასპექტების დანერგვა გახლავთ. კანონში არის გარკვეული ცვლილებები და მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან შექმნან ინსტიტუციები, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან გენდერულ თანასწორობაზე. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო დავხმარებოდით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრებს, რათა მაქსიმალურად კარგად განვითარდეს ეს პროცესი. ერთი მხრივ, შეიქმნას ინსტიტუციური მექანიზმები და მერე მხრივ ისეთი სამოქმედო გეგმა შექმნას მუნიციპალიტეტის გენდერულმა საბჭომ, რომელიც რეალურად აისახება მოქალაქეების საჭიროებებზე. შეხვედრაზე დიდი დაინტერესება იყო, ძალიან აქტიური მუნიციპალიტეტია და ვფიქრობ, ჩვენი მუშაობა შედეგიანი იქნება“- აღნიშნა ქალთა საინფორმაციო მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკიმ.

    გენდერული საბჭოს მდივანი და მერის თანაშემწე გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში ინგა ბერაძე შეხვედრას მეტად მნიშვნელოვანს და დროულს უწოდებს ,,ეს იყო შეხვედრა, რომელსაც გენდერული საბჭოს წევრები მოუთმენლად ველოდით, მოგეხსენებათ საბჭოს აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც დახვეწას და სრულყოფას საჭიროებს. დღეს ჩვენ მივიღეთ რეკომენდაციები, თუ რა გვჭირდება იმისთვის, რომ გეგმამ სრულყოფილი სახე მიიღოს, ქმედითი იყოს და საერთშაროსო სტანდარტებს პასუხობდეს. ჩვენი სტრატეგიის მთავარი მიმართულება იქნება გენდერული თანასწორობის მიმართ, საბჭოს წევრების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ამისთვის გაიწერება კონკრეტული აქტივობები, რომლებიც უფრო შემოქმედებითი ხასიათის იქნება, მთავარი იქნება ახლო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებთან. სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაიგეგმება შეხვედრები თითოეულ სოფელში, გვექნება მეტი კომუკიაცია არსამათავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ მაქსიმალურად შევცდებით ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში გადავდგათ ისეთი ქმედითი ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილზე გენდერული ინსტიტუციის გაძლიერებას.“

     

     

    22 მაისი 2018

    ნანახია: 453 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0738
    3.6292
    4.0261
    4.1886
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი