{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლებთან თათბირი გამართა

    „მოლითი-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა, რაც შეეხება ძირულა-ხარაგაული-მოლითის მონაკვეთს სამუშაოები ივნისიდან დაიწყება“ - ამის შესახებ, დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
    მერმა ტრადიციულ თათბირზე რწმუნებულებისგან სოფლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა მოისმინა და აღნიშნა, რომ ცენტრალური გზები ეტაპობრივად ყველა სოფელში მობეტონდება.
    ნიკოლოზ თოფურიძემ ყურადღება გაამახვილა, ასევე, მოქალაქეებისთვის ერთჯერადი დახმარების გაცემის წესზე და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს აღნიშნული დახმარების შეჩერების მიზეზებზე ესაუბრა. მერის ინფორმაციით, იმდენად დიდია მოსახლეობის მოთხოვნა ოპერაციების დაფინანსებაზე, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ერთჯერადი დახმარებების გასაცემად სახსრები არ გააჩნია.
    მერის წარმომადგენლებმა, ასევე მოისმინეს ინფორმაცია სამხედრო გაწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა დავით დევდარიანმა გააცნო.

     

    22 მაისი 2018

    ნანახია: 133 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი