{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ქალთა შესაძლებლობების განვითარება იმერეთის რეგიონში

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მრჩეველთან გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში, ინგა ბერაძესთან, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და პროექტით დაინტერესებულ ქალბატონებთან ერთად, ფონდ „აფხაზინტერკონტი“-ს წარმომადგენლებს შეხვდა.
    ფონდის წარმომადგენელი, ზინა დიხამინჯია დამსწრე საზოგადოებას პროექტის - „ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება იმერეთის რეგიონში“ შესახებ ესაუბრა და აღნიშნა: „ჩვენი მიზანი მაღალმთიან რეგიონებში უფრო მეტი ქალბატონის გააქტიურება, პროექტში ჩართვა და მათი ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება გახლავთ.“
    პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ, როგორც მეწარმე ქალბატონებს, ასევე, დამწყებ პირებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი ბიზნეს-იდეა. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ერთკვირიანი ტრენინგ-სემინარები ზესტაფონში, რომლის ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, კვება) დააფინანსებს ფონდი. ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეებს ბიზნეს-გეგმის ჩამოყალიბებაში, მისი შესაბამის ორგანიზაციაში წარდგენაში და დაფინანსების მოპოვებაში დაეხმარებიან.
    პროექტით - „ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება იმერეთის რეგიონში“ დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით: ზინა დიხამინჯია, ტელ: 593 37 62 06

    ხარაგაულის მერმა შეხვედრა დადებითად შეაფასა და წარმომადგენლებს სოფლებში ინფორმაციის მაქსიმალური გავრცელება თხოვა. 

    შეხვედრაზე ზინა დიხამინჯიამ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს მიგრანტების, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა გააცნო. ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამით პატიმრებს, პრობაციონერებსა და მათ ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ შემდეგი სერვისები:
    დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება (სტაჟირება, ტრენინგი, ხელობის დაუფლება); თვითდასაქმება (მცირე ბიზნესის ხელშეწყობა); სოციალურ საწარმოში დასაქმება; ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა; იურიდიული დახმარება.
    დაინტერესებულ პირებს შეუძიათ მიმართონ:
    ფონდი აფხაზინტერკონტი, ქ. ქუთაისი, ნინოშვილის ქ. #27, ტელ: (0431) 26 48 61/62

     

     

     

    22 მაისი 2018

    ნანახია: 837 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0739
    3.6398
    4.0336
    4.2064
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი