{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • როსტომ ჩხეიძე - „ეკლის გვირგვინი“

    ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“ აგრძელებს ცენტრალური ბიბლიოთეკის პროექტს - „შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“. პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესებული საზოგადოება მწერალ როსტომ ჩხეიძეს შეხვდნენ. როსტომ ჩხეიძესთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, ასევე, მწერალი ელგუჯა თავბერიძე და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ვახანია.

    შეხვედრაზე როსტომ ჩხეიძემ საკუთარი ბიბლიოგრაფიული რომანის „ეკლის გვირგვინი“ (ზვიად გამსახურდიას ცხოვრების ქრონიკა) შესახებ ისაუბრა. მწერალმა ვრცლად ისაუბრა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტებზე და აღნიშნა, რომ არცერთი მათგანი საქართველოს პირველი პრეზიდენტის თვითმკვლელობას არ ადასტურებს, ხოლო რაც შეეხება მერაბ კოსტავას გარდაცვალებას ეს იყო ტრაგედია. როსტომ ჩხეიძემ სხვა საინტერესო ეპიზოდებიც მოუთხრო საზოგადოებას ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და მათ კითხვებს უპასუხა.

    დამსწრე საზოგადოებამ როსტომ ჩხეიძეს, ელგუჯა ამაშუკელსა და ნინო ვახანიას მადლობა გადაუხადა ხარაგაულის დაფასებისა და სიყვარულისთვის. დაპირებისამებრ, როსტომ ჩხეიძე, სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, შემდეგი სასწავლო წლიდან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში შეხვედრებს გამართავს. ცნობილი ადამიანები მოსწავლეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრებიან.

    17 მაისი 2018

    ნანახია: 326 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი