{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მადონა ხარებავამ ხარაგაულში შეხვედრა გამართა

    დღეს ხარაგაულის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციის - „ნაბიჯი ხარაგაული“ ხელმძღვანელის, რუსუდან გურგენიძის ინიციატივითა და ორგანიზებით ინკლუზიურ განათლებასა და თვითმმართველობის როლზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
    ზემოაღნიშნულ საკითხებზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედათა ასოციაციის - „დეა“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მადონა ხარებავამ ისაუბრა. მადონა ხარებავამ ყურადღება გაამახვილა ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე, არსებულ პრობლემებსა და მიღწეულ შედეგებზე, ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობების უფლება-მოვალეობებზე და საკითხთან დაკავშირებით დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა.
    როგორც მადონა ხარებავამ აღნიშნა, თვითმმართველობის უფლება-მოვალეობები, რათა მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია, ძალიან დიდია. მართალია, მუნიციპალიტეტებს არ აქვთ საკმარისი ბიუჯეტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დააკმაყოფილონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები, მაგრამ ყველა ორგანიზაციამ (მუნიციპალიტეტში, სოფელში, სადაც ესა თუ ის პროექტი ხორციელდაბა) შშმ პირთა არყოფნის მიუხედავად თავიდანვე უნდა გათვალისწინებული მათთვის ადაპტირებული გარემო.
    შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების სპეც-პედაგოგები, ზესტაფონში არსებული დღის ცენტრის ხელმძღვანელი, ჟანა ფერაძე და ცენტრის აღსაზრდელთა მშობლები ესწრებოდნენ.

     

    10 მაისი 2018

    ნანახია: 104 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი