{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება იმერეთის რეგიონში


    „ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება იმერეთის რეგიონში“ - პროექტის ფარგლებში შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის არჩილ მაღრაძის ინიციატივით გაიმართა. ფონდ „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებმა მერის თანაშემწე გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში, ინგა ბერაძესთან ერთად, ხარაგაულში ბიზნეს ლიდერი ქალბატონების შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე ისაუბრეს. პროექტში მონაწილეობა შეეძლებათ ქალბატონებს, რომლებიც მეწარმეები ან - ბიზნესის დაწყების მსურველები არიან.
    ფონდის წარმომადგენლის ზინა დიხამინჯიას ინფორმაციით, ფონდი მზადაა რეალური ბიზნეს იდეის წარმოდგენის შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს ბიზნეს გეგმის პროექტის შედგენაში, განვითარებასა და დაფინანსებაში დაეხმარონ. ბიზნესში ქალთა აქტივობისა და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, ქალბატონები გაივლიან სპეციალურ ტრენინგ-სემინარებს. მიიღებენ მონაწილეობას რეგიონალურ გამოფენაში და კონფერენციებში სადაც საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციას მოახდენენ.
    მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ ფონდ „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებს თანადგომა აღუთქვა და განცხადა, რომ ქალბატონების აქტიური ჩართულობა ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობაში მნიშვნელოვანია.
    მერის მრჩეველის გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში, ინგა ბერაძის ინფორმაციით, ხარაგაულში არაერთი აქტიური და ბიზნესით დაინტერესებული ქალბატონი ცხოვრობს, რომლებიც სიამოვნებით ჩაერთვებიან აღნიშნულ პროექტში. ,,პროექტის მიზანია ქალბატონების გაძლიერება, მათი უნარ-ჩვევების და შესაძლებლობების განვითარება, დასაქმებისთვის ხელშეწყობა. ფონდი ,,აფხაზინტერკონტი“ ეძებს ქალბატონებს, რომლებთაც გარკვეული იდეა აქვთ და სურთ ის ბიზნეს იდეად აქციონ, ეს იდეები შეიძლება იყოს, როგორც სოფლის მეურნეობიდან, ისე მომსახურების სფეროდან.“
    პროექტის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 21 მაისს გაიმართება, რომელსაც მერის წარმომადგნელები და დაინტერესებული ქალბატონები დაესწრებიან.
    პროექტი „ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება იმერეთის რეგიონში“ საერთაშორისო ორგანიზაციის DELOIT G4G მხარდაჭერით ხორციელდება.

     

     

    10 მაისი 2018

    ნანახია: 131 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0738
    3.6292
    4.0261
    4.1886
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი