{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

     


    იმერეთის მხარის რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა და ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ 9 მაისი ომის ვეტერან ეკატერინე წიქარიშვილს მიულოცეს, რის შემდეგაც შინ მოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ადგილზე შეკრებილ სამამულო ომის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
    ღონისძიებას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, მერიის კულტურის სამახურის უფროსი ირინე ჩხეიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

    ამჟამად, ხარაგაულში 9 ომის ვეტერანია, რომელთაც ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200-200 ლარი ჩაერიცხათ.
    დღესვე ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერიის სოციალური სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე, სოფელ ვახანში მცხოვრებ ლენინგრადის ბლოკადის მონაწილე ვერა არევაძეს ესტუმრნენ და დღევანდელი დღე მიულოცეს.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 5 706 კაცი გაიწვიეს, აქდან 2 704 მეომარი შინ აღარ დაბრუნებულა. 798 ადამიანი დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით გმირული ბრძოლისთვის. 6 მათგანს კი საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
    ხარაგაულიდან ომის ველზე წასული 19 მამა-შვილი უკან აღარ დაბრუნებულა. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახიდან ომში 4-5 ძმას უწევდა წასვლა. ასე დაეცა ბრძოლის ველზე ხუთი ძმა კუპატაძეები - ვანიდან, ოთხი ძმა ავალიანები -სარგვეშიდან, ოთხი ძმა ტაბატაძეები - ხევიდან, ოთხი ძმა სახვაძეები ვერტყვიჭალიდან და სხვა.

    10 მაისი 2018

    ნანახია: 239 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0738
    3.6292
    4.0261
    4.1886
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი