{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ანდრიაობა ხარაგაულში ყოველ წელს უფრო მეტ მასშტაბებს იძენს

    ტრადიცია, რომელსაც ხარაგაულელი ახალგაზრდების მიერ საფუძველი 16 წლის წინ ჩაეყარა, წმინდა ანდრია პირველწოდებულის მიერ საქართველოში განვლილ გზას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთი ხარაგაულის ტერიტორიაზე მთა „რკინის ჯვარზე“ მიდის.
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, მერი ნიკოლოზ თოფურიძე და მერის მოადგილეები ახალგაზრდა ინიციატორთა ჯგუფთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულები 12 მაისის პილიგრიმული ტურის ორგანიზებაში.
    დღეს მერთან შეკრებილმა მერიის სტრუქტურული ერთეულების უფროსებმა კონკრეტულ დეტალებზე იმსჯელეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, წელიწადის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულის ფინანსური მხარდაჭერისთვის მერია მზადყოფნას გამოთქვამს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საპატრიარქოსთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა მსვლელობის დროს მაქსიმალურად იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები.
    „დარწმუნებული ვარ ანდრიაობა ხარაგაულში, მომავალში, სახალხო დღესასწაულად იქცევა და ეს იმ ბიჭების დიდი დამსახურება იქნება, რომლებიც წლების განმავლობაში, დიდი სირთულეების მიუხედავად, ნელ-ნელა ამკვიდრებდნენ აღნიშნულ დღესასწაულს. 12 მაისი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი ხარაგაულისთვის, ხარაგაულის ტურისტული პოტენციალის უკეთ გასაცნობად და იმ ღირშესანიშნავი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით, რომელიც ტურის მონაწილეებმა მთა „რკინის ჯვრამდე“, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში უნდა გაიარონ“ - აღნიშნა ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ.
    12 მაისს მსვლელობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 07:00 წთ-ზე დაიწყება, რომელშიც ხარაგაულის თითქმის ყველა კუთხიდან ერთვებიან მოლაშქრეთა კლუბები, ტურ-ოპერატორები, მედიის წარმომადგენლები, ოფროუდერები, ბლოგერები და მოწვეული სტუმრები.

    10 მაისი 2018

    ნანახია: 200 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0729
    3.6190
    4.0086
    4.1656
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი