{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებას ლაშა ელბაქიძე უხელმძღვანელებს

     

    ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულების დირექტორად  ლაშა ელბაქიძე დაინიშნა. შპს ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“  დირექტორმა  ნუგზარ ბოლქვაძემ   კლინიკის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ოფიციალურად წარუდგინა. ცვლილებები განხორციელდა ასევე, კლინიკის მენეჯერის თანამდებობაზე,   ქეთევან  აბრამიშვილის ნაცვლად აღნიშნულ  პოსტს ლევან კობახიძე  დაიკავებს.  როგორც ჩვენთან საუბარში  ნუგზარ  ბოლქვაძე აცხადებს,   სამედიცინო დაწესებულებაში რიგი ცვლილებების განხორციელება იგეგმება.

    შეგახსენებთ, რომ   სამი თვის განმავლობაში ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებას შალვა ბიჭიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც  ამჟამად შპს ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“, კლინიკური სამსახურის სამედიცინო ინფორმაციული პროგრამის მართვის მენეჯერის პოსტს იკავებს.

    16 აპრილი 2018

    ნანახია: 2541 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0758
    3.6356
    4.0262
    4.1811
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი