{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სკოლამდელი აღზრდის ახალი რეგულაციების პრეზენტაცია

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე და შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლები, ორი დღის განმავლობაში, თბილისში, სასტუმრო ჰოლიდეი ინ-ში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს გაეცნენ.
    კანონი საქართველოს პარლამენტმა 2016 წელს მიიღო, რის შემდეგაც დაიწყო სისტემის რეფორმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული განათლების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, იგი 2020 წლამდე გაგრძელდება.
    ხარაგაულის ბაღების გაერთიანების დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა, ასევე მერიის კულტურისა და განათლების სამახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, დავით კიკნაძემ, ორ დღიან საინფორმაციო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში მომდევნო ორი წლის განმავლობაში მოსალოდნელი რეფორმების შესახებ კონკრეტული ინფორმაციები მოისმინეს.
    რეფორმის მიზანი საქართველოში ყველა ბავშვისთვის სკოლამდელი მომსახურების ხელმისაწვდომობის, თანაბარი შესაძლებლობების და ხარისხის გაუმჯობესებაა.
    ეკა ბესელიას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში მალე დაიწყება საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც 2020 წლამდე ყველა ბაღი უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე სტანდარტებს, ხოლო ახალი აშენდეს ამ სტანდარტების შესაბამისად. ყურადსაღებია, რომ საბავშვო ბაღების ავტორიზაციისთვის, მუნიციპალიტეტმა, პირელ რიგში, უნდა იზრუნოს შესაბამისი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე, რომელიც შემდეგ გაივლის ავტორიზაციას.
    შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში საბავშვო ბაღებში უნდა შეიქმნას საკონსულტაციო საბჭოები, რომლებიც ექვს თვეში ერთხელ საზოგადოებას წარუდგენენ ინფორმაციას, რა გაკეთდა და რა მეთოდებით მუშაობს ესა თუ ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება. ყურადღება გამახვილდა მონიტორინგის სისტემის შემოღებაზე, რაც ხელს შეუწყობს საბავშვო ბაღებში წესრიგის დამყარებას, ბავშვთა მიმართ ძალადობისგან დაცვას და თავიდან აცილებას.
    ყარადღება გამახვილდა აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებაზე და აღინიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის და მისი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. საქართველოს პარლამენტის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ავტორების აზრით, მუნიციპალიტეტების მხრიდან მნიშვნელოვანია ასევე, დამეგობრებულ ქალაქებთან გაცვლით პროგრამებში ჩართვისთვის ბაღების გაერთიანებების დაფინანსება.
    აღსანიშნავია, რომ რეფორმის მიუხედავად, ადგილობრივ დონეზე, სკოლამდელ მომსხურებაზე, მართვაზე, დაფინანსებასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელნი კვლავ მუნიციპალიტეტები იქნებიან.

     

     

    3 აპრილი 2018

    ნანახია: 81 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0738
    3.6292
    4.0261
    4.1886
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი