{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საგანმანათლებლო რესურსცენტრის პროექტში 63 მოსწავლე ჩაერთო

    ხარაგაულში საგანმანათლებლო კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება - ესეების კონკურსი სახელწოდებით „ერთი დღით“, დღეს, ინოვაციების ცენტრის დარბაზში გაიმართა.
    მუნიციპალიტეტის მასშტაბით პროექტში ჩართულმა სამოცდასამმა მოსწავლემ 15 სხავადასხვა პოზიციაზე ისურვა ერთი დღის გატარება. მათგან 8 მოსწავლემ დაწერა თემა - როგორ ხედავენ ერთ დღეს მერის პოზიციაზე.
    სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ აღნიშნულ პოზიციაზე გამარჯვებულად ხარაგაულის გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლე საბა ებანოიძე გამოავლინა. კონკურსის პირობებიდან გამომდინარე, გამარჯვებული ერთ სამუშაო დღეს მერთან ერთად გაატარებს. მომზადდება ვიდეოკოლაჟი, რომელიც კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე იქნება ნაჩვენები.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მადლობა გადაუხადა საგანმანათლებლო რესურსცენტრს (უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ბოჭორიშვილი) და ასევე, რესურცენტრის თანამშრომელს, იდეის ავტორს ნათია კაციტაძეს საინტერესო ინიციატივისთვის. მერმა წარმატებები უსურვა მოსწავლეებს და მზადყოფნა გამოთქვა, რომ რვავე თემის ავტორს პირადად შეხვდება და თემებსაც აუცილებლად წაიკითხავს.
    საგანმანათლებლო კვირეული ხარაგაულის რესურსცენტრის ინიციატივითა ორგანიზებით მეორე წელია იმართება. იგი ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება და ხარაგაულელ ახალგაზრდებს სხვადასხვა აქტივობებსა და კონკურსებს შესთავაზებს.

    30 მარტი 2018

    ნანახია: 92 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0729
    3.6190
    4.0086
    4.1656
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი