{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • დაპირებული ვიზიტი - მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და დაფინანსებით ახალგაზრდებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა დაათვალიერეს.
    კულტურის სამსახურმა ექსკურსია იმ ახალგაზრდებს მოუწყო, რომლებმაც სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებს მეგზურობა ხარაგაულელმა, მაია ტორაძემ და მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი სანდრო მარუაშვილმა გაუწიეს. მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმი დაათვალიერეს და უნივერსიტეტის დამფუძნებელთა ისტორიას უფრო ახლოს გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში, ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა, ეროვნულ გალერეაში, მიქელანჯელოს სიქსტეს კაპელის მოხატულობაზე მუშაობის პერიოდში შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები, ასევე, ნიკო ფიროსმანაშვილის, ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის ნახატები დაათვალიერეს.

    ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, ხარაგაულის ინტორიული მუზეუმის დირექტორი, ნინო დიდიძე და მუზეუმის თანამშრომლები.

    29 მარტი 2018

    ნანახია: 560 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი