{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სკოლის საიუბილეო ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი დაესწრო

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე კიცხის საჯარო სკოლის 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. 

    კიცხის სკოლა წლების განმავლობაში ცოდნის ერთ-ერთი მთავარი კერა იყო ხარაგაულში, ცნობილი და პროფესიონალი პედაგოგებით დაკომპლექტებული.
    ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სკოლის დირექტორები და ღვაწლმოსილი პედაგოგები გაიხსენეს, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს სკოლის ისტორია, წარმოადგინეს ფოტომასალა არქივიდან და კმაყოფილება გამოთქვეს, რომ მათი სკოლა კვლავ აგრძელებს იმ ტრადიციებს, რაც მისთვის წლების განმავლობაში იყო დამახასიათებელი. ღონისძიებაზე ქართული ფოლკლორული სიმღერები შეასრულა ანსამბლმა „ოდილამ“.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა 150 წლის იუბილე მიულოცა მოსწავლეებს, პედაგოგებს, სკოლის ამჟამინდელ დირექტორს, ქალბატონ თამარ წიწილაშვილს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიცხში ახალი სკოლა აშენდება. ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით მერიის შესაბამისი სამსახურები განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან უკვე მუშაობენ.
    სკოლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    21 მარტი 2018

    ნანახია: 92 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი