{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ბიბლიოთეკაში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

    საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, წლის შემაჯამებელი შეხვედრა ორიგინალური ფორმატითა და განსხვავებული ინტერპრეტაციით წარიმართა.
    ბიბლიოთეკის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა საზოგადოებას საბიბლიოთეკო გაერთიანების მიერ ჩატარებული ღონისძიებები და პროექტები პრეზენტაციის სახით წარუდგინა.
    ღონისძიებას ხარაგაულის მერი ნიკო თოფურიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან გიორგაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
    პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ შეხვედრა ინტელექტუალური შეჯიბრის ფორმატში გაგრძელდა და სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა.
    სპეციალურად დაკომპლექტებულ გუნდებს შორის თამაშში აქტიურად ჩაერთვნენ ხელმძღვანელი პირები. ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები აუცილებელია ურთიერთობებისთვის, უფრო მეტი კოლეგიალობისა და ეფექტური კომუნიკაციისთვის.
    ღონისძიების მონაწილეებმა ერთმანეთს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს და ქვეყანას მშვიდობიანი 2018 წელი უსურვეს.

    26 დეკემბერი 2017

    ნანახია: 452 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი