{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • „ეტალონის„ შუალედურ კონკურსში ლიზა ბარბაქაძე საუკეთესო ათეულში მოხვდა

    16 დეკემბერს საქარველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2017-2018 სასწავლო წლის „ეტალონის“ საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსი გაიმართა.

    ინტელექტუალური კონკურსის საუკეთესო ათეულში მოხვდა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლიზა ბარბაქაძე, რომელმაც 85 ქულა მოიპოვა და რეიტინგის მიხედვით  მეოთხე ადგილზე გავიდა. 

    „ეტალონის“ შუალედურ კონკურსს  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ესწრებოდნენ.

     ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის  შუალედურ კონკურსში  24 მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ მონაწილეობდა.

    პირველ ადგილზე გავიდა  დემეტრე ჯავახაძე ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე.

    მეორე ადგილს დაეუფლა  თამარ სიხარულიძე ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე, ხოლო მესამე ადგილი ანა გუშკაშვილმა,  ყვარელის  წმინდა ილია მართალის  სახელობის გიმნაზიის მე-9 კლასის მოსწავლემ დაიმსახურა.

    პირველ სამ ადგილზე გასულ  მონაწილეებს განათლების სამინისტრომ 1000, 800 და 500 ლარიანი ვაუჩერები გადასცა.

    შუალედური კონკურსის ყველა მონაწილე ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონის“  გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

    ამავე დღეს „ეტალონის“ დამფუძნებელმა გოჩა ტყეშელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ახალი ვებ გვერდის, izrune.ge პრეზენტაცია წარუდგინა და მადლობა გადაუხადა ყველა მუნიციპალიტეტს, მათ შორის ხარაგაულს, რომელთაც უკვე უპრეცენდეტო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალ ინიციატივას.   

     

     

     

     

     

     

    18 დეკემბერი 2017

    ნანახია: 328 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი