{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საკრებულოში ახალი ფრაქციები შეიქმნება

    13 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. 

    ბიუროს სხდომაზე განსახილველი 12 საკითხიდან 9 გადაიდო და ბიუროს წევრებმა მხოლოდ სამ საკითხზე იმსჯელეს.
    საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა კოლეგებს ფრაქციების „ქართული ოცნება-მრეწველების“ და „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ შექმნის შესახებ კომისიის გადაწყვწეტილება გააცნო.
    ოთარ ლურსმანაშვილის განმარტებით, დეპუტატების განცხადება ფრაქციების შექმნის თაობაზე კომისიამ განიხილა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
    ბიურომ ფრაქციების შექმნის საკითხი ცნობის სახით მიიღო.
    ამავე სხდომაზე, ასევე, იმსჯელეს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ. საკითხის მომხსენებლის, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, საკრებულოდან ჩამოგზავნილი შენიშვნები მერიამ არ გაითვალისწინა. სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ მხოლოდ 20 400 ლარის დამატება მოხდა ტრანსფერის სახით, რომელიც ბორის საბავშვო ბაღისა და საკრებულოს ხარჯებისთვის გადანაწილდა.
    ბიუროს წევრების უმრავლესობა უკმაყოფილებას გამოთქვამს შენიშვნების არ გათვალისწინების გამო და აღნიშნავენ, რომ ასეთი არაკოლეგიალური მიდგომები საქმეს დააზარალებს.
    ვლადიმერ გელაშვილი ხაზგასმით განმარტავს, რომ ბიუჯეტის პროექტი საბოლოო არაა და ცვლილებები ეტაპობრივად მოხდება.
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგგარეშე სხდომას 19 დეკემბერს გამართავს.

     

     

     

    14 დეკემბერი 2017

    ნანახია: 203 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი