{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სხდომაზე ბიუროს წევრები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტს განიხილავენ


    13 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუროს რიგგარეშე სხდომას გამართავს.
    სხდომაზე განხილული იქნება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი. ბიუროს წევრები ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხასთან დაკავშირებით და თანამდებობრივი სარგოების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელებენ. სხდომაზე სულ 12 საკითხი იქნება განხილული.

    გთავაზობთ რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხას:
    1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე;
    2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N31 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;
    3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N36 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;
    4. ხარაგაულისმუნიციპალიტეტისსაკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N33 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;
    5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N37 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

    6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრისN35 დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე;
    7. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N38
    დადგენილებაში ,,ხარაგაულისმუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;
    8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2სექტემბრის N34 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;
    9. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის N41 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;
    10. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრისN32 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე;
    11. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N19 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ „ ცვლილების შეტანის თაობაზე;
    12. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.

     

     

     

    12 დეკემბერი 2017

    ნანახია: 124 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი