{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საკრებულოს გადაწყვეტილებით კომისიების შემადგენლობებში და საპრივატიზაციო ნუსხაში ცვლილებები შევიდა

    დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კომისიების შემადგენლობებში ცვლილებების შეტანას.
    ცვლილების შედეგად, საფინანო-საბიუჯეტო კომისიას გივი თავზარაშვილი დაემატა, აღნიშნული კომისია დატოვა ხევის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ხაჩიძემ, რომელმაც იურდიულ, სამანდატო საპროცედურო და ეთიკის კომისიაში გადაინაცვლა. იურდიულ კომისიას დაემატა ინგა მაღრაძე და შალვა ლურსმანაშვილი.
    საკრებულომ ასევე განიხილა საპრივატიზაციო ნუსხაში შესატანი ცვლილებები. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ჯაბა ბერაძის ინფორმაციით, საპრივატიზაციო ნუსხას სამი ობიექტი დაემატა: ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში 60 კვ.მ-სა და 33 კვ.მ-ზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი, ასევე სოფელ ლაშეში ყოფილი კლუბ-კანტორის შენობა-ნაგებობა.
    როგორც ჯაბა ბერაძემ განმარტა, სოფელ ლაშეში მდებარე ყოფილი კლუბ-კანტორის შენობა ავრიულ მდგომარეობაშია და მისი დანგრევის საშიშროებაა.
    სოფელ მარელისში  არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის პრივატიზებასთან დაკავშირებით, რამდენიმე დეპუტატმა შენიშვნები გამოთქვა. საკითხთან დაკავშირებით დასკვნა წარმოადგინა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ მალახაზ ფხალაძემ. კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიწის პრივატიზებას კომისიის ცხრა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ორმა თავი შეიკავა. მიხეილ ჭიპაშვილი და თემურ ფცქიალაძე მიიჩნევენ, რომ საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთი სოფელს შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი დანიშნულებისათვის დასჭირდეს, მაგალითად საბავშო ბაღისთვის, რომელიც სოფელში არ არსებობს.
    ჯაბა ბერაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე  საბავშო ბაღის მშენებლობა არ იგეგმება.ლეღვნის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, ნიკოლოზ მაღრაძის განმარტებით, საპრივატიზაციო მიწის ფართობის მიმდებარე ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტს რჩება მიწის ნაკვეთი, სადაც შესაძლებელი იქნება საბავშო ბაღის აშენება. „აღნიშნული მიწის ფართობით ორ ადგილობრივი ახალაგაზრდაა დაინტერესებული, რომლებსაც სურვილი აქვთ კომერციული ფართი მოაწყონ. კარგი იქნება თუ ახალგაზრდებს ხელს შევუწყობთ“ -აღნიშნა ნიკოლოზ მაღრაძემ.
    დეპუტატ ზურაბ ხაჩიძის განმარტებით, ტენდერში შეიძლება ადგილობრივმა ვერ გაიმარჯვოს და სხვა პიროვნებამ მიწის ფართობი სხვა დანიშნულებისთვის გამოიყენოს.
    ქონების მართვის სამსახურის უფროსის განმარტებით, თუ ვინ გაიმარჯვებს ტენდერში ამას წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა ხელშეკრულებაში ჩადებული იქნება ის პირობები, რომელიც მეპატრონემ უნდა გაითვალისწინოს.
    დეპუტატ ინგა მაღრაძის განმარტებით, მარელისის ადმინისტარციულ ერთეულში არის კომერციული ფართის მოწყობისთვის სხვა ალტერნატიული ტერიტორიები, რომელიც შიძლებოდა საპრივატიზაციოდ მოემზადებინა ეკონომიკის სამსახურს და მოქალაქებისთვის შეეთავაზებინა.
    „მარელისის ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობები ძირითადად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მიწების გადმოცემის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. პრივატიზების შემთხვევაში სამინისტრო, ხშირ შემთხვევაში, თავის კუთვნილებაში არსებული ქონების მუნიციპალიტისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს“ - აღნიშნა ჯაბა ბერაძემ.
    სხდომაზე განიხილეს ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობისთვის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომანქანა - უაზ 31514 გადაცემის საკითხი.
    საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით, აღნიშნული ავტომანქანის გადაცემით ხარაგაულში ჩაბნელებული ქუჩები ვერ განათდება. იგი დაინტერესდა გეგმავს თუ არა ა(ა)იპ-ი ახალი სპეცმანქანის შეძენას ან რა ბედი ეწევა უკვე მწყობრიდან გამოსულ სპეც-ტექნიკას.
    მიხეილ ჭიპაშვილის განმარტებით, ა(ა)იპ-ზე აღნიშნული ავტომანქანის გადაცემით პრობლემები არ აღმოიფხვრება, გაუნათებელი დარჩება მუნიციპალიტეტის ქუჩები, ხოლო სოფლებში სკვერები და ბაღები მოუვლელი.
    ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პაატა გოგოლაძის თქმით, ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობა“ დიდი ორგანიზაციაა და შეუძლებელია მას ერთი ავტომობილიც არ ემსახურებოდეს.
    საბოლოოდ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

     

    4 დეკემბერი 2017

    ნანახია: 528 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი