{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მედია-პროექტ „ეტალონის“ მხარდამჭერები არიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და საგანმანათლებლო რესურცენტრი 

     2 დეკემბერს ხარაგაულში საგანმანათლებლო მედია პროექტ „ეტალონის“ ნახევარფინალური ტური გაიმართა.

    ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის ტიტულის მოსაპოვებლად 75 მოსწავლე იბრძოდა, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლებში ჩატარებული ტესტირების შედეგად შეირჩნენ.

    ნახევარფინალური ტური ხარაგაულში პროექტის ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს მიყავდა. სპეციალურად ამ დღისთვის შედგენილი კითხვების ამოწურვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლე-2017“ დაბის #2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლიზა ბარბაქაძე გახდა(72 ქულა). 

    მეორე ადგილზე გავიდა ვახანის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნინო მაღრაძე (71 ქულა), ხოლო მესამე ადგილის მფლობელი მარელისის საჯარო სკოლის მე-10 კლასელი მარიამ კოჩაძე გახდა. 

    შეხვედრას, რომელიც ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

    საკონკურსო ნაწილის დაწყებამდე წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა ხარაგაულელებს ახალი ვებ გვერდის izrune.ge პრეზენტაცია წარუდგინა  და აღნიშნა, რომ მას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. იდეის ავტორის განმარტებით, აღნიშნული ვებ გვერდის საჯარო პრეზენტაცია თბილისში, 16 დეკემბერს, გაიმართება, სადაც მან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხარაგაულის გამარჯვებული ეტალონელი ლიზა ბარბაქაძეც მიიწვია.

    ნიკოლოზ თოფურიძემ პირადად მიულოცა გამარჯვება მონაწილეებს და აღნიშნა, რომ ტრადიციულად, პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლეები ხარაგაულის მერიისგან პორტატულ კომპიუტერებს მიიღებენ.

    ამავე დღეს, ეტალონის ჯგუფისგან სპეციალური საჩუქარი მიიღო, მედია-პროექტის გასული წლის გამარჯვებულმა მარელისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, ნინო მაღრაძემ.

    ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლე -2017“ ლიზა ბარბაქაძე, საქართველოს მასშტაბით გამოვლენილ გამარჯვებულ მონაწილეებთან ერთად, ფინალურ ტურში პირველობისთვის იბრძოლებს.

     

     

     

    3 დეკემბერი 2017

    ნანახია: 798 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი