{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საკრებულოს მოქმედი კომისიების შემადგენლობაში ცვლილებები შედის

    დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბიუროს წევრებმა საკერბულოს კომისიების შემადგენლობაში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. ბიუროს წევრებმა ასევე საპრივატიზაციო ნუსხაში შესატანი ცვლილებები და ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობისთვის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომანქანა - უაზ 31514 გადაცემის საკითხები განიხილეს.
    როგორც სხდომაზე აღინიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობა დატოვა დეპუტატმა ზურაბ ხაჩიძემ, რომელმაც იურდიულ, სამანდანტო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიაში გადაინაცვლა. ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში შევიდა დეპუტატი გია თავზარაშვილი, რომელიც აქამდე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი გახლდათ. იურდიულ კომისიას ასევე საკრებულოს წევრები, ინგა მაღრაძე და შალვა ლურსმანაშვილი დაემატა.
    საკითხით დაინტერესდა ინგა მაღრაძე, მან კომისიების დაკომპლექტება ფრაქციათა პროპორციულობის დაცვით მოითხოვა.
    სხდომაზე საპრივატიზაციო ნუსხაში შესატან ცვლილებებზე საკითხი წარადგინა გამგეობის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსმა, მაია ალავიძემ. მისი განმარტებით, საპრივატიზაციო ნუსხას სამი ობიექტი დაემატა: მარელისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 60 კვ.მ და ამავე სოფელში არსებული 33 კვ.მ არასოსოფლო დაბიშნულების მიწის ფართობები, ასევე - სოფელ ლაშეში ყოფილი კანტორის შენობა. როგორც მაია ალავიძემ განმარტა, სოფელ საღანძილეში საპრივატიზაციო ობიექტით დაინტერესებული პირები არიან, რომლებსაც სურთ ამ ტერიტორიაზე კომერციული ფართის მოწყობა.
    საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დეპუტატმა შენიშვნა გამოთქვა, ვარლამ ჭიპაშვილის აზრით, საკრებულოში საპრივატიზაციო ობიექტების შესახებ ზერელე დასკვნები შედის. მან მოითხოვა საკრებულოს საპრივატიზაციო ობიექტების შესახებ საკითხები შესაბამისმა სამსახურმა მომზადებული და სრული სახით წარადგინოს.
    ინგა მაღრაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისებისას აუცილებლად უნდა იყოს საკითხები შესწავლილი. მისი თქმით, სოფელში არ ფუნქციონირებს საბავშო ბაღი და ის ადგილი, რომელიც საპრივატიზაციო ნუსხაში შედის შეიძლება მომავალში სოფელს უფრო მნიშვნელოვანი დანიშნულებისთვის დაჭირდეს, რომელიც აღარ იქნება მუნიციპალიტეტის კუთვნილება.
    საკრებულოს წევრმა მალხაზ ფხალაძემ წყალაფორეთის ძველი საბავშო ბაღის შესახებ ისაუბრა, რომელიც საპრივატიზაციო ნუსხაშია შეტანილი. მალხაზ ფხალაძის განცხადებით, შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, მისი აუქციონის წესით გასხვისება ვერ მოხერხდა და კარგი იქნება თუ შენობას მუნიციპალიტეტი უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გადაცემს.
    როგორც სხდომაზე აღინიშნა, მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისება, ჩუქების წესით, არ შეიძლება.
    სხდომაზე ბიუროს წევრებმა ასევე განიხილეს ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობისთვის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომანქანა - უაზ 31514 გადაცემის საკითხი. როგორც დამსწრეთა უმრავლესობამ განმარტა, ა(ა)იპ-ზე ავტომობილის გადაცემის შემთხვევაში მხოლოდ ხარჯები გაიზრდება. მათი აზრით ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობას“ არ ჰყავს სპეცმანქანა, რის გამოც სამსახური გამართულად ვერ მუშაობს და გარე განათება ჩაბნელებულია.
    სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ბევრი იმსჯელეს დეპუტატების ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ და ჯარიმებზე, რომელიც დეპუტატებს თითოეული სხდომის არასაპატიო გაცდენით დაეკისრებოდათ. წარმოდგენილი საკითხი ბიუროს წევრთა უმრავლესობით არაკანონიერად შეფასდა და საკრებულოს დღისწესრიგიდან ამოიღეს.
    ზემოთ აღნიშნულ საკითხებს საკრებულოს 4 დეკემბრის სხდომაზე განიხილავს.

     

     

     

    1 დეკემბერი 2017

    ნანახია: 215 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი