{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ღონისძიებაზე საპატიო სტუმრად მოწვეული იყო ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე

    ხარაგაულის კინოთეატრში ფოლკლორის საღამო გაიმართა.

    ღონისძიებაზე ფოლკლორული ანსამბლები „ოდილა“, „უბისი“ და „კახორი“ მონაწილეობდნენ. როგორც საკუთარი ასევე, სხვადასხვა პოეტების მიერ დაწერილი ლექსები წაიკითხეს: ვიტალი ფცქიალაძემ, ზაქარია ბერაძემ, ზაურ ჩიჩილიძემ, ნიკო ოკრიბელაშვილმა, თათია შავიძემ, გურამ სახვაძემ, ბიჭიკო მაისურაძემ, გიგა ხიჯაკაძემ, ვალერი გოგნაძემ, ლუიზა კიკნაძემ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ.

    ფოლკლორულ საღამოზე საპატიო სტუმრად მოწვეულ იყო ფოლკლორისტი ქალბატონი ეთერ თათარაიძე, რომელმაც საკუთარი ლექსი წაიკითხა და საიდუმლოდ დატოვა თუ ვის მიიწვევს, სცენაზე გამოსული შემსრულებლებიდან, ვახუშტის კოტეტიშვილისადმი მიძღვნილ საღამოზე.
    ღონისძიების ორგანიზატორი ივანე აბაშიძის სახელობის კულტურის ცენტრი გახლდათ, რომელსაც ნიკო წიკლაური უძღვებოდა.

    22 ნოემბერი 2017

    ნანახია: 677 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1279
    3.5414
    4.1623
    4.2290
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი