{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ღონისძიება ღვაწლმოსილი პედაგოგების სკოლიდან გაცილებას მიეძღვნა

     

     

    დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლაში (დირექტორი ეთერ პაპავა) საშუალო სკოლის შექმნიდან 50 წლის იუბილე იზეიმეს.
    ღონისძიებას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაუალის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ხიდრის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები, ღვაწლმოსილი პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.
    კონცერტზე მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, ლექსები და დამსწრე საზოგადოებას სკოლის შექმნის ისტორია გააცვნეს. ღონისძიება, ასევე, ღვაწლმოსილი პედაგოგების მარიამ ღონღაძის, გულონი ბერაძისა და ზოია ჭყოიძის (ბუღალტერი) სკოლიდან გაცილებას მიეძღვნა.

     

    14 ნოემბერი 2017

    ნანახია: 883 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი