{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროექტის ფარგლებში „ჩემი პირველი კომპიუტეტი“ ხარაგაულიდან 22 მოსწავლე დაჯილდოვდა


    განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში - „ჩემი პირველი კომპიუტერი,“ ზესტაფონში, წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დააჯილდოეს. წარჩინებულ მოსწავლეთა შორის 22 მეათეკლასელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან იყო.
    ღონისძებას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი შალუტაშვილი, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ლელა სვიმონია, მუნიციპალიტეტების საგანამათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, წარჩინებული მოსწავლეები და მათი მშობლები.
    საკუთარ გამოსვლაში მოკლე სტატისტიკური მონაცემები გააცნო დამსწრე საზოგადოებას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ლელა სვიმონიამ. მისი თქმით, წლიდან-წლამდე იზრდება წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა. 2470 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა გასულ წელს, ხოლო 2017 წლისათვის მათი რაოდენობა 2557-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი წარჩინებული (571) მოსწავლე იმერეთიდანაა. ლელა სვიმონიამ ყურადღება კადეტთა ლიცეუმზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისათვის სამი კადეტი კომპიუტერით დაჯილდოვდა, მათ შორისაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა გორგაძე.
    მოლითის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ანა ყურაშვილი წარჩნებულ მოსწავლეთა ლეპტოპებით დაჯილდოებას სტიმულად მიიჩნევს და პროექტის განხორციელებისათვის მადლობას განათლების სამინისტროს უხდის.
    გთავაზოთ იმ წარჩინებულ მოსწავლეთა სიას, რომლებმაც 2016-2017 საწავლო წელს საბაზო საფეხური ათებზე დაასრულეს:
    დაბა ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა - თამარ ჭიპაშვილი, ლიზა ბარბაქაძე, ანი გაგეჩილაძე;
    დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა - ნათია ბურჯანაძე, მონიკა ბუცხრიკიძე, ნინო შარიქაძე;
    ლაშის საჯარო სკოლა - ნიკა ძიძიგური;
    ვარძიის საჯარო სკოლა - მურად ოკრიბელაშვილი, დავით კოჩაძე;
    ბორითის საჯარო სკოლა - ნია გორგაძე, სალომე რიკაძე;
    ბორის საჯარო სკოლა - აზა ბერაძე, ნიკა ბერაძე, სალომე მაჭავარიანი;
    ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა - სალომე გოგოლაძე;
    კიცხის საჯარო სკოლა - თამუნა ზვიადაძე, ნანა მდინარაძე;
    მოლითის საჯარო სკოლა - ანა ყურაშვილი;
    მარელისის საჯარო სკოლა - მარიამ კოჩაძე;
    ვაშლევის საჯარო სკოლა - ბარბარა ბარბაქაძე, ია ბარბაქაძე.

     

    13 ნოემბერი 2017

    ნანახია: 304 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი