{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბოტიჩელის და კარავაჯოს შედევრების გამოფენაზე  

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით, ხარაგაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ გალერეას ეწვივნენ.
    მოსწავლეებმა ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იტალიელი მხატვრის ბოტიჩელის ორიგინალი „ვენერა“ და კარავაჯოს ნამუშევრები დაათვალიერეს.
    მოგეხსენებათ, რომ ეროვნული გალერეა ორ იტალიურ გამოფენას, სახელწოდებით „უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი-სილამაზე, კარავაჯო-სინათლე“ 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.
    გამოფენა სამთავრობო პროექტ Check In Georgia-ს მხარდაჭერით იმართება, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება.
    საქართველოში, პროექტის კოორდინატორი კი იტალიის საელჩო გახლავთ.

     

     

     

     

    13 ნოემბერი 2017

    ნანახია: 612 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1279
    3.5414
    4.1623
    4.2290
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი