{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას?


    აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. 2016 წელს მავნებელმა, დასავლეთ საქართველოში, თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დააზიანა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კი აზიური ფაროსანა და მისი მსგავსი სახეობები ოქტომბერში საცხოვრებელ სახლებში და შენობა-ნაგებობებში დაფიქსირდა. 
    ფაროსანა თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას აზიანებს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა 70%-იც კი შეიძლება შეადგინოს. მავნებელი აპრილამდე გამოსაზამთრებლად შედის საცხოვრებელ ბინებში, ფარდულებში, ცხოველთა სადგომებში, ასევე იზამთრებს ბაღებისა და ტყეების ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ.
    ზრდასრული მავნებლის ზომა 12- 17 მმ-ია, განიერი, ყავისფერი, მარმარილოსებრი ტექსტურით, ფეხებზე, მუცელზე, გვერდებსა და ულვაშებზე თეთრი ზოლებით.
    მავნებლის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად გაანადგურეთ იგი, გახსოვდეთ ერთი ინდივიდის განადგურება მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი მწერის მოსპობას ნიშნავს.
    მავნებლის გასანადგურებლად აუცილებელია თითოეულმა მოქალაქემ უყურადღებოდ არ დატოვოს საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთები, შენობა-ნაგებობებში და გამოიყენოს მარტივი მექანიკური მეთოდები:
    1. მზადდება მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფარი-ყუთი, რომელშიც თავსდება მუყაოს ფირფიტები (შეიძლება ძველი გამოუსადეგარი ტანსაცმელიც), ყუთს უკეთდება ნახვრეტები მწერის შესაძრომად. ეს თავშესაფარი უნდა მოთავსდეს მშრალ ადგილას, რომ არ დასველდეს. აღნიშნულ თავშესაფრებს, გამოსაზამთრებლად დაძრული ფაროსანების მოზიდვის მიზნით, ათავსებენ სახლების მახლობლად, აივნებზე, ამ გზით აგროვებენ მავნებელს და ანადგურებენ მექნიკურად (წვავენ).
    2. სახლებში შესული მწერის გასანადგურებლად აიღეთ ღრმა ჭურჭელი, ჩააფინეთ ძირში ვერცხლისფერი ფოლგა და ჩაასხით წყალი ნახევრამდე, დაუმატეთ თხევადი სარეცხი საშუალება. ამის შემდეგ ჭურჭელს ვდგავთ ნათურის ქვეშ. სახლში არსებული მწერები ჩაცვივდებიან წყალში.

    გარდა მექანიკური მეთოდისა მავნებლის მასიური გავრცელების ადგილებში გამოიყენება ქიმიური წამლობა. გახსოვდეთ! ქიმიური წამლობა ხდება მაშინ როდესაც აზიური ფაროსანა სახლობს მცენარეებზე, სახლის პირობებში კი -ქიმიური პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.
    ქიმიური პრეპარატების შესხურება უნდა ჩატარდეს მათი გამოყენების მკაცრი წესების დაცვით. მავნებლის წინააღმდეგ საქართველოში რეგისტრირებული სინთეზური პირეტროიდებისა და ნეონიკოტინოიდების ჯგუფის ინსექტიციდები გამოიყენება. ყველაზე ეფექტიანია პირეტროიდული ჯგუფის ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები, რომელთაგანაც საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომია: ტალსტარი, ზონდერი, ინსეკარი და კურა-კურა. პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 0.6-1ლ/ ჰექტარზე.
    ფაროსანას წინააღმდეგ ასევე გამოიყენება შემდეგი დასახელების ინსექტიციდები: პირინექს სუპერი (ბიფენტრინი+ქლორპირიფოსი) - 0,8-1,5ლ/ჰა; ანტიხრუში (ბიფენტრინი+იმიდაკლოპრიდი) - 1კგ/ჰა; ნურელ დ (ქლორპირიფოსი+ ციპერმეტრინი) - 0,4-1 ლ/ჰა; ეფდალ-ფოსეტრინი (ქლორპირიფოსი+ ციპერმეტრინი) - 0,4 ლ/ჰა; არივო (ციპერმეტრინი) - 0,2 ლ/ჰა; აქტარა (თიამეტოქსამი) - 0,12-0,14 კგ/ჰა; კონფიდორ მაქსი (იმიდაკლოპრიდი) - 0,1 კგ/ჰა და სხვა ზემოაღნიშნული ჯგუფების პრეპარატები როდის და რა პერიოდულობით უნდა ჩატარდეს წამლობა?
    მნიშვნელოვანია რომ ხეხილისა და თხილის ბაღებში მაისიდან დაიწყოს ინტენსიური დაკვირვება მასპინძელ მცენარეებზე მავნებლის გამოჩენის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ქიმიური წამლობა, რომელიც ეფექტურია ნიმფის (მატლის) ფაზაში.
    პირველი წამლობა ტარდება ნიმფების მასიური გამოჩეკვის შემდეგ. ინსექტიციდების შესხურება ძირითადად ტარდება თხილნარებში, რადგან ამ პერიოდისათვის მავნებელი უპირატესად ამ კულტურაზეა დასახლებული. ამავე პერიოდში ტარდება შესხურება ნაყოფისმომცემ ხეხილოვან და ბოსტნეულ კულტურებზე მეორე წამლობა ზემოჩამოთვლილ კულტურებზე ტარდება ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში. მესამე წამლობა -თხილის მოსავლის აღების შემდეგ.
    მეოთხე წამლობა ტარდება სიმინდის და სხვა ნათესებში გავრცელებულ მავნებელზე. ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში
    მეხუთე წამლობა ტარდება სიმინდის ნათესებში საჭიროების მიხედვით.
    პესტიციდების გამოყენებისას უნდა დაიცვათ უსაფრთხოების წესები!
    1.იქონიეთ დაცვის ინდივიდუალური საშუალებები: სპეცტანსაცმელი, სპეცფეხცაცმელი, რესპირატორი, აირწინაღი , დამცავი სათვალე და ხელთათმანი.
    2. შესხურებისას აკრძალულია თამბაქოს მოწევა, საკვების მიღება .
    3. პესტიციდების გამოყენების წინ დახურეთ სასმელი წყლის ჭები , დაამწყვდიეთ ფრინველი, საქონელი. მოარიდეთ ფუტკარი წამლობას, წამლობის დროს დახურეთ სკები, არ გამოუშვათ წამლობიდან რამდენიმე საათის განმავლობაში სკებიდან. შესხურება ჩაატარეთ დილის და საღამოს საათებში.
    4. შეწამლული პროდუქტის საკვებად გამოყენება დაუშვებელია წამლობიდან 18 – 20 დღის განმავლობაში.
    5. წამლობა ტარდება დილას ან საღამოს, უქარო ამინდში.
    აზიური ფრთოსანა ადამიანისთვის უსაფრთხოა.

    ნინო სახვაძე
    T – 591 11 34 72

     

    11 ოქტომბერი 2017

    ნანახია: 764 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1400
    3.6553
    4.3329
    4.4764
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი