{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებმა აღსაზრდელებს სწავლის დაწყება მიულოცეს

    18 სექტემბერს სოფელ მარელისში ალტერნატიული ბაღი გაიხსნა. აღნიშნული პროექტი ხარაგაულში საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას,“ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა. ბაღი ასოციაციის მიერ აღიჭურვა ავეჯით, სათამაშოებით და სხვა საჭირო ინვენტარით.
    ალტერნატიული სკოლამდელი განათლების ჯგუფი 3 - 5 წლის ასაკის აღსაზრდელებზეა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე მარელისის ალტერნატიულ ბაღში 10 აღსაზრდელია, ხოლო იანვრიდან აღმზრდელ-პედაგოგის თქმით 3 ბავშვი დაემატება. ბაღი მიმდინარე წლის ბოლომდე საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ მიერ დაფინანსდება, ხოლო იანვრიდან მის დაფინანსებას ბაღების გაერთიანება უზრუნველყოფს.
    ალტერნატიული სკოლამდელი განათლების ჯგუფში ერთი აღმზრდელ-პედაგოგი, თამარ მაისურაძეა, რომელიც ასოციაციამ გადაამზადა. აღმზრდელს დღის განმავლობაში დახმარებას მშობლები მორიგეობით გაუწევენ.
    ა(ა)იპ „ეთერკიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი: „სკოლამდელი აღზრდის ყველა თანამშრომელსა და აღსაზრდელს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას. ამჯერად გაერთიანებაში 16 ბაღია, რომელსაც მარელისის ალტერნატიული ბაღი დაემატა, რისთვისაც მადლობას ვუხდი ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკას.“ ვიმედოვნებ, მარელისში დადგება აუცილებლობა საბავშვო ბაღის აშენების. მიმდინარე წელს კი გაერთიანებას ნადაბურის საბავშვო ბაღიც დაემატება.“
    სოფელ მარელისში ალტერნატიული ბაღის გახსნას სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი და ბაღების გაერთიანების სასწავლო პროგრამების კოორდინატორი თამარ ავალიშვილი ესწრებოდნენ.
    დღესვე, ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებმა №2 საბავშვო ბაღი მოინახულეს და აღსაზრდელებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცეს.

     

    18 სექტემბერი 2017

    ნანახია: 268 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0738
    3.6292
    4.0261
    4.1886
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი