{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • გამგებლის მოადგილემ თემურ ჩხეიძემ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ეტლები გადასცა


    განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, თემურ ჩხეიძემ ეტლები გადასცა. აქცია ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურმა ცენტრმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია „საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის“ (თავმჯდომარე მაია კვეზერელი - კოპაძე) მხარდაჭერით განახორციელა. თანამედროვე, კომფორტული, ეტლები ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით ისეთ პირებს გადაეცათ, ვისაც ან საერთოდ არ ჰქონდათ ეტლი, ან ჰქონდათ, მაგრამ დაზიანებული. თემურ ჩხეიძემ ბენეფიციარები მოინახულა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
    აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის აქცია საერთაშორისო ორგანიზაციამ „საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის“ ხარაგაულში უკვე რამდენჯერმე განახორციელა. ბოლო ორი წლის განმავლობაში აქციაში დაახლოებით 35 ბენეფიციარი ჩაერთო.

     

    18 სექტემბერი 2017

    ნანახია: 533 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1400
    3.6553
    4.3329
    4.4764
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი