{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

    დღეს ხარაგაულის 25 საჯარო სკოლაში, ასევე, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში სასწავლო პროცესი განახლდა. ახალი სასწავლო წლის დაწყება, დაბა ხარაგაულის სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მაღრაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ოთარ ლურსმანაშვილმა მიულოცეს.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მაღრაძე: „ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ჩემს ბავშვობაში ეს დღე ყოველთვის დიდ სიხარულთან ასოცირდებოდა. განსაკუთრებით მივულოცავ პირველკლასელებს. თქვენ დღეს ცოდნის კარი შეაღეთ, თქვენ უნდა შეიმეცნოთ სამყარო და გაიღრმაოთ ცოდნა. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ ყველას.“

    №3 საჯარო სკოლის დირექტორმა, მარინე ხვედელიძემ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ერთად პირველკასელებს კომპიუტერები გადასცა და წარმატებები უსურვა.

    წარმატებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაჯილდოებით დაიწყო ახალი სასწავლო წელი №2 საჯარო სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძემ. მოსწავლეებმა კი თანატოლებს დღევანდელი დღე მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს მათთვის გაწეული ღვაწლისათვის.

    წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) და მამა ანტონმა (სულთანიშვილი). როგორც მეუფე მელქისედეკმა მისალოც სიტყვაში აღნიშნა, გიმნაზიაში მალე სარემონტო სამუშაოები კვლავ განახლდება და მოსწავლეები განათლებას საუკეთესო გარემოში მიიღებენ.
    შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის სკოლებს 192 პირველკლასელი ჰყავს. საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე კი სასკოლო წიგნებით სრულად არიან უზრუნველყოფილნი.

     

     

     

    15 სექტემბერი 2017

    ნანახია: 585 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0738
    3.6292
    4.0261
    4.1886
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი