{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ლექცია პირველკურსელებისთვის - „ხარაგაული ჩემი სახლია"

    დღეს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში (დირექტორი ნინო დიდიძე) პირველკურსელ სტუდენტებთან, ტრადიციად ქცეული, შეხვედრა გაიმართა.
    უკვე მეხუთე წელია, რაც მამუკა ჭიპაშვილის ინიციატივითა და ტურიზმის ცენტრის (დირექტორი ბერიკა თურმანიძე) ორგანიზებით, პირველკურსელებთან შეხვედრა ტარდება.
    ღონისძიებას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე ესწრებოდნენ. მათ ახალგაზრდებს სტუდენტობა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

    პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცეს, ასევე, ტურიზმის ცენტრის დირექტორმა ბერიკა თურმანიძემ, ბაღების გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა აკაკი ლურსმანაშვილმა.
    მილოცვების მიღების შემდეგ, პირველკურსელებისთვის ისტორიკოსმა ზეინაბ ბუაჩიძემ წაიკითხა ლექცია - „ხარაგაული ჩემი სახლია".

    ღონისძიების დასასრულს, ახალგაზრდებისთვის „ეიფელში“ კაფე-საღამო მოეწყო.
    შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სასწავლო წელს ხარაგაულიდან უმაღლეს სასწავლებლებში 91 ახალგაზრდა ჩაირიცხა.

    13 სექტემბერი 2017

    ნანახია: 1023 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი