{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • წელს ხარაგაულის სკოლებს 192 პირველკლასელი ეყოლება

    ხარაგაულის 25 საჯარო სკოლაში, ასევე წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში, სწავლა 15 სექტემბერს განახლდება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის დავით კიკნაძის ინფორმაციით, წელს, ხარაგაულის სკოლებს 192 პირველკლასელი ეყოლება. პირველკლასელებს, ტრადიციულად, საჩუქრად ნოუთბუქები გადაეცემათ, ხოლო მოსწავლეები 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით სრულად იქნებიან უზრუნველყოფილი სასკოლო წიგნებით.
    2017 წელს ხარაგაულის სკოლები 198 მოსწავლემ დაასრულა, აქედან, 91 სწავლას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობს.
    რაც შეეხება ხარაგაულის ა(ა)იპ „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას“ აქ სწავლა 18 სექტემბერს დაიწყება. ა(ა)იპ-ის დირექტორის მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მასშტაბით, სწავლას ბაღების გაერთიანებაში 621 აღსაზრდელი განაგრძობს.

     

     

    11 სექტემბერი 2017

    ნანახია: 502 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი