{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულელი მოსწავლეები ესტონეთში სასწავლებლად მიემგზავრებიან

    25 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელზეც ესტონეთში სასწავლებლად მსურველთაგან მოსწავლეები უნდა შეერჩიათ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე, ესტონეთის ქალაქ კადრინას მერი იანეს ვეისნე, წარმოშობით ხარაგაულელი გოჩა მაჭავარიანი, გამგებლის მრჩეველი გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთონის საკითხებში ინგა ბერაძე, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ
    შეგახსენებთ, რომ ხარაგაულისა და კადრინას მუნიციპალიტეტებს შორის მეგობრობის მემორანდუმი მიმდინარე წელს გაფორმდა. მემორანდუმი ორ მუნიციპალიტეტს შორის კულტურის, განათლებისა და ეკონომიკის მიმართულებით მეგობრობასა და თანამშრომლობას ითვალისწინებს.
    შეხვედრაზე კადრინას მუნიციპალიტეტის მერმა სკოლის მოსწავლეებისთვის გაცვლითი პროგრამის შესახებ ისაუბრა. აღნიშნულ პროგრამაზე მუნიციპალიტეტის სკოლებიდან 5 მოსწავლე დარეგისტრირდა.
    შეხვედრის შემდეგ დარეგისტრირებულ მოსწავლეებთან გასაუბრება გაიმართა. სწორედ გასაუბრების შედეგად შეირჩა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე თინათინ ჩხეიძე და ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე დეა ბერაძე ესტონეთში გასაგზავნად. ხარაგაულელი ახალგაზრდები ესტონეთში ერთი სასწავლო წლით ისწავლიან.
    მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამის ხარჯებს (მგზავრობის გარდა) ესტონეთის მხარე დაფარავს.

     

     

    29 აგვისტო 2017

    ნანახია: 410 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1988
    3.756
    4.106
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი