{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 200 ლარით დაფინანსდა


    დღეს ხარგაულის ა(ა)იპ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში „უსინათლოთა არაფორმალური განათლების“ მხარდასაჭერი პროექტის პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის მიზანი და სამომავლო გეგმები.
    პრეზენტაციას უსინათლოთა კავშირის წევრები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
    „უსინათლოთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში, ცენტრალური ბიბლიოთეკის ბაზაზე მოეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რესურსცენტრი, სადაც უსინათლო პირები ინფორმაციულ ტექნოლოგიებს და ბრაილის შრიფტით წერა-კითხვას 5 თვის განმავლობაში შეისწავლიან. ბენეფიციარებისთვის ასევე, იფუნქციონირებს ლიტერატურული წრე და უსინათლოთათვის ადაპტირებული ბიბლიოთეკა.


    პრეზენტაციაზე ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, უსინათლო პირები მუნიციპალიტეტში 100 ადამანზე მეტია, თუმცა ამ ეტაპზე პროგრამით მხოლოდ 9 უსინათლო პირი ისარგებლებს. მან მადლობა გადაუხადა უსინთლოთა კავშირის წევრს, პროექტის ინიციატორს ზურაბ გოხაძეს, მნიშვნელოვანი იდეის განხორციელებისთვის, ხოლო მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელ პირებსა და საკრებულოს წევრებს პროექტის დაფინანსების მხარდაჭერისთვის.
    პროექტის ინიციატორის, ზურაბ გოხაძის ინფორმაციით შშმ პირები ხშირ შემთხვევაში ვერ ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას, კარიერულ ზრდას და მათი უმრავლესობა კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა. მისი განმარტებით პროექტის მიზანია, რომ უსინათლო პირები ჩაერთონ სამოქალაქო აქტივობებში და მოახდინონ საზოგადოებაში რეალიზაცია. ზურაბ გოხაძის ინფორმაციით, რესურსენტრის საშუალებით შესაძლებელია უსინათლო პირი დასაქმდეს პროექტში და გახდეს ტრენერი.
    პრეზენტაციაზე პროექტის მენეჯერი გულიკო ჭარბაძე, ბენეფიციარებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა თუ პროექტში ბენეფიციართა ტრანსპორტირების ხარჯებს გაწერდნენ.
    უსინათლო პირები პროგრამის ფარგლებში შეისწავლიან:
    ინფორმაციულ ტექნოლოგიები; (ტრენერი ვასილ ლომიძე)
    ბრაილით წერა-კითხვა; (ტრენერი მზია კურტანიძე)
    ლიტერატურული წრე; (ტრენერი ლელა ბანცაძე)
    ბიბლიოთეკარი; (ია ჯანიაშვილი).

     

     

     

    31 ივლისი 2017

    ნანახია: 343 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი