{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სამედიცინო აქციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე ესწრებოდა

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. დიაგნოსტიკური კვლევები ათეულობით მოქალაქეს სოფელ ხევის საჯარო სკოლაში ჩაუტარდა.
    სამედიცინო აქციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე დაესწრნენ. ხელმძღვანელმა პირებმა აქციის ორგანიზატორებს მუნიციპალიტეტში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს.

    საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“(ხელმძღვანელი მაია კვეზერელი) ინიციატივითა და ხარაგაულის ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“(დირექტორი ეკა შავიძე) ჩართულობით, გამოკვლევები ხევში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, პაციენტებს უფასოდ გადაეცათ ფართო სპექტრის მედიკამენტები, ასევე მცირეასაკიანი შვილების ოჯახებს დაურიგდათ ჰიგიენური საფენები.
    ბორითის, ხუნევის და ხევის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას ადგილზე ემსახურებიან: პედიატრი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, თერაპევტი, ოფთალმოლოგი, ოტოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, ექიმი რადიოლოგი, ნევროლოგი, ფსიქიატრ-ნევროლოგი, ანგიოლოგი. პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე უტარდებათ, უფასო ექოსკოპიური, კარდიოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევევბი. მამაკაცებს შეუძლიათ გაიკეთონ პროსტატის ანალიზი(PSA ტესტი 50-დან 70 წლამდე ), ხოლო ქალებს PAP ტესტი(საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური კვლევა).
    მოსახლეობის მობილიზება და ტრანსპორტირება ზემოთხსენებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატებმა უზრუნველყვეს.

     

     

    27 ივლისი 2017

    ნანახია: 360 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1410
    3.6561
    4.3346
    4.4164
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი