{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 2016 წელს ხარაგაულის სკოლებს 18, ხოლო 2017 წელს 19 მედალოსანი ჰყავს

    დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2016 წლის კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.
    კურსდამთავრებულებს მედლები გადასცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს საგანმანათლებლო რესურსცენტის უფროსმა დავით კიკნაძემ, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, საკრებულოს წევრმა მარინა ვეფხვაძემ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ოთარ ლურსმანაშვილმა და სკოლის დირექტორებმა.

    საგანმანათლებლო რესურსცენტის უფროსი დავით კიკნაძე: „ხარაგაული ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ინტელექტუალებით. საგანმანათლებლო სისტემაში ორი მომენტი მაქვს ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი, ეს არის სწავლის დაწყების დროს პირველკლასელების თვალები და მეორე, როდესაც წარმატებულ მოსწავლეებს ვაჯილდოვებ. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გისურვოთ, რომ ეს მედლები თქვენი წარმატების დასაწყისი ყოფილიყოს.“
    დაბის №2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მადონა შველიძე: „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელი დღისთვის. ყოველთვის გვერდით გვედექით და გვამხნევებდით. ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა და შევეცდებით, გაცილებით უფრო წარმატებულები ვიყოთ.“
    2016 წელს ხარაგაულის სკოლებს 8 ოქროსა და 10 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს. 2017 წელს კი 19 მოსწავლემ დაასრულა მედალზე.

    2015-2016 სასწავლო წლის მედალოსნები:
    1. დაბის №2 საჯარო სკოლა - მადონა შველიძე (ოქრო);
    2. დაბის №2 საჯარო სკოლა - ნინო მაღრაძე (ოქრო);
    3. კიცხის საჯარო სკოლა - გიორგი მდინარაძე (ოქრო);
    4. ლაშეს საჯარო სკოლა - ნუგზარ მაჭავარიანი (ოქრო);
    5. ლაშეს საჯარო სკოლა - ვლადიმერ მაღრაძე (ოქრო);
    6. წიფის საჯარო სკოლა - ანა კვინიკაძე (ოქრო);
    7. წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია - არჩილ მაისურაძე (ოქრო);
    8. წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია - თამარ სხილაძე (ოქრო);
    9. დაბის №2 საჯარო სკოლა - მარი მაღლაფერიძე (ვერცხლი);
    10. კიცხის საჯარო სკოლა - სალომე პაპიძე (ვერცხლი);
    11. სადგურ მარელისის საჯარო სკოლა - მარიამ ფცქიალაძე (ვერცხლი);
    12. წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია - ზურაბ აბაშიძე (ვერცხლი);
    13. წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია - ანი ბლუაშვილი (ვერცხლი);
    14. წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია - სალომე ვეფხვაძე (ვერცხლი);
    15. წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია - თამარ კიკნაძე (ვერცხლი);
    16. წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია - ნოდარ შავიძე (ვერცხლი);
    17. წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია - ანი ჩხეიძე (ვერცხლი);
    18. წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია -  ნინო ჭიპაშვილი (ვერცხლი).

     

     

    19 ივლისი 2017

    ნანახია: 1388 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0743
    3.6138
    4.0061
    4.1709
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი