{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ტრასისპირა სოფლების მოსახლეობას მაღალკვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან

    22 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ (დირექტორი ეკა შავიძე) ინიციატივით, ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება.
    სამედიცინო აქციას საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ განახორციელებს, რომლის ფარგლებში პაციენტებს უფასოდ მოემსახურებიან მაღალკვალიფიციური ექიმები: ქეთევან აბულაძე - პედიატრი, პედიატრიის, ალერგოლოგიის და რევმატოლოგიის ცენტრის ექიმი; ცირა ქრისტესიაშვილი -კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი, ონკოლოგიის ცენტრის ექიმი; ლიკა ცუცქირიძე - ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, დიაბეტის ეროვნული კვლევითი ცენტრის ექიმი, ასოცირებული პროფესორი; ავთანდილ უშვერიძე - თერაპევტი, ბერძნული სამედიცინო ფონდ ,,ჰიპოკრატეს“ ექიმი; თამარ ბეზარაშვილი - ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი, ბერძნული სამედიცინო ფონდ ,,ჰიპოკრატეს“ ექიმი; მარინა სხირტლაძე - ოტოლარინგოლოგი, ბერძნული სამედიცინო ფონდ ,,ჰიპოკრატეს“ ექიმი; მაია სიმონoვი - გინეკოლოგი, ბერძნული სამედიცინო ფონდ ,,ჰიპოკრატეს“ ექიმი; კონსტანტინე ისლამიდი - ექიმი-რადიოლოგი, ბერძნული სამედიცინო ფონდ ,,ჰიპოკრატეს“ ექიმი; ნინო ფარღალავა - ექიმი-რადიოლოგი, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრ „საქსამედიკალის“ ექიმი; დალი რუხაძე - ნევროლოგი, ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბავშვთა განყოფილების ფსიქიატრი-ნევროლოგი; ალექსანდრე კალანდაძე - ანგიოლოგი, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ბოხუას სახელობის გულსისხლძარღვთა და ანგიოქირურგიის ცენტრის ექიმი; მანანა არუთინოვა - ექიმი-ლაბორანტი, ბერძნული სამედიცინო ფონდ ,,ჰიპოკრატეს“ ექიმი; ნათელა ჩინჩალაძე - ბერძნული სამედიცინო ფონდ ,,ჰიპოკრატეს“ ექთანი (კარდიოგრამის გადამღები).
    პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ასევე ჩაუტარდებათ უფასო ექოსკოპიური, კარდიოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები. მამაკაცებს გაუკეთდებათ პროსტატის ანალიზი (PSA ტესტი 50-დან 70 წლამდე ), ქალებს PAP ტესტი (საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური კვლევა). ასევე მათ უფასოდ გადაეცემათ ფართო სპექტრის მედიკამენტები.

    პაციენტების მიღება ხევის საჯარო სკოლაში 11:00-დან 19 სთ-მდე მოხდება.

    დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელ: 595-51-98-12;

     

    18 ივლისი 2017

    ნანახია: 564 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1410
    3.6561
    4.3346
    4.4164
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი