{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მოქალაქეებისთვის სმენის აპარატების გადაცემას გამგებლის პირველი მოადგილე დაესწრო

    სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის მიერ განხორციელებული აქცია ხარაგაულში დასრულდა. დღეს ა(ა)იპ „ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში“ მოქალაქეებისთვის სმენის აპარატების გადაცემის პროცესს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ჯაბა ბერაძე დაესწრო.
    პროგრამის კოორდინატორის მაია ჯონსონის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების I-IV კლასის მოსწავლეები, ასევე სმენის პრობლემის მქონე, სულ ათასამდე ადამიანი გამოიკვლიეს. გამოკვლეულთაგან 122-ს, უმაღლესი ხარისხის, სმენის აპარატი გადაეცა.
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ მადლობა გადაუხადა სტოკჰოლმის სმენადაქვეითებული ასოცოაციის ექიმებსა და პროგრამის კოორდინატორს მაია ჯონსონს ასეთი მნიშვნელოვანი აქციის განხორციელებისთვის.
    აქცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა(ა)იპ „ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტის“ (დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე) მხარდაჭერით განხორციელდა.

    14 ივლისი 2017

    ნანახია: 539 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1410
    3.6561
    4.3346
    4.4164
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი