{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • აქციაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვნენ


    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში სისხლის გაღების აქცია - ,,თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ“- ჩატარდა. შპს ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებულ აქციაში, რომლის ორგანიზატორები იყვნენ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი გამგეობა და გამგებლის თანაშემწე გენდერულ საკითხებში, ინგა ბერაძე. აქციაში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, გამგებლის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ და კიცხის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებმა.
    დონორ მოქალაქეებს დაუდგინდათ სისხლის რეზუსი და ჯგუფი, ჩაუტარდათ ასევე კვლევები ვირუსებზე (შიდსი, სიფილისი, A, B და C ჰეპატიტი).
    მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ კეთილ საქმეში და დასძინა, რომ გაღებული სისხლი საქართველოს მასშტაბით მდებარე კლინიკებში, საჭიროებისამებრ, გადანაწილდება. გამგებლის განმარტებით, აღნიშნული აქციით ყველას მიეცა საშუალება, თანადგომა გამოეხატა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ.
    შპს ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის“ ადმინისტრაციულ მენეჯერის, თამარ დოლაბერიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით მოხდა სისხლის ბანკის მობილური ჯგუფის შექმნა, რომლის მიზანია უანგარო დონორების მოძიება. როგორც ქალბატონი თამარი განმარტავს, მსგავსი ტიპის ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში ტარდება.
    შეგახსენებთ, რომ სისხლის გაღების მსურველთა ასაკი განისაზღვრება 18–დან 60 წლამდე. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი.

     

    13 ივლისი 2017

    ნანახია: 231 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1400
    3.6553
    4.3329
    4.4764
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი