{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • „დღეს თქვენ სიცოცხლე გადაარჩინეთ“

    ხვალ თბილისის ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის“ (სისხლის გადასხმის ინსტიტუტი) სისხლის ბანკი კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში სისხლის უანგარო დონაციის აქციას - „დღეს თქვენ სიცოცხლე გადაარჩინეთ“ გამართავს.  ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკიდან საქართველოს მასშტაბით 40-მდე კლინიკა მარაგდება. მათ შორის, არიან როგორც ონკოლოგიური ასევე ჰემატოლოგიური პროფილის კლინიკები.

    როგორც ცნობილია, სისხლის დონაცია უსაფრთხო პროცესია, ამავდროულად, აქციის მონაწილეებს ჩაუტარდებათ კვლევები. ჰემოგლობინი, ჯგუფი და რეზუსი დადგინდება ადგილზე, ხოლო კვლევების პასუხებს ვირუსებზე (შიდსი, სიფილისი, A, B და C ჰეპატიტი) თითოეული მონაწილე მიიღებს კონფიდენციალურად, ერთი კვირის განმავლობაში.

    ვისაც აქვს სურვილი უანგაროდ გაიღოს სისხლი და გადაარჩინოს სიცოცხლე შესაძლებლობა აქვს ხვალ, დილის 11 საათიდან, ჩაერთოს აქციაში.

    სისხლის ჩაბარება შეუძლია 18-დან 65 წლამდე  ასაკის პირებს, წონა უნდა იყოს 50 კგ-ზემეტი. 

    დეტალურად კონსულტაციას ყველა მსურველი გაივლის თერაპევტთან. თითოეულ მონაწილეს ჩაუტარდება წინასწარი კვლევები რის შემდეგაც მოხდება სისხლის გაღება.

     

     

    12 ივლისი 2017

    ნანახია: 740 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1400
    3.6553
    4.3329
    4.4764
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი